Followers

რატომ შეიძლება იყოს ტურიზმი მომგებიანი სექტორი საქართველოში?

საქართველოში ყველაზე მომგებიანი საქმიანo ტურიზმია. საშუალოდ ყველაზე დიდ თანხას სწორედ საქმიანი მიზნით ჩამოსული ტურისტები ხარჯავენ ქვეყანაში. თუმცა ჯამური თვალსაზრისით დასვენების მიზნით ჩამოსული ტურისტები სჭარბობენ და ქვეყნისთვისაც ამ ტიპის ტურისტებს უფრო მეტი შემოსავალი მოაქვთ. დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორები საქართველოს შედარებით ხანგრძლივად სტუმრობენ და საშუალოდ 7 დღეს ატარებენ ქვეყანაში. ბიზნესისა და პროფესიული საქმიანობის მიზნით ჩამოსულ უცხოელთა ვიზიტი კი 3 დღეს გრძელდება. ქვეყანას აქვს პოტენციალი გახდეს MICE (Meetings, Incentives, Conferences, Events) ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი, თუმცა ამისთვის საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებაც. საქართველოში ჩამოსული ბიზნეს-ვიზიტორები მონაწილეობენ სხვადასხვა კონფერენციაში, ფორუმში, არიან ოფიციალური დელეგაციების წევრები, ჩამოდიან მოლაპარაკებების მიზნით. ექსტრემალური ტურიზმი ასევე მომგებიან სექტორად ითვლება ტურიზმის ინდუსტრიაში. ექსტრემალური ტურიზმი ვითარდება უნიკალურ ბუნებაში, არ მოითხოვს განვითარებულ ინფრასტრუქტურას და ძირითადად ინდივიდუალურად მოგზაურ ტურისტებზეა გათვლილი. საქართველოს გეოგრაფიიდან გამომდინარე, კანიონები, მღვიმეები, მაღალი მთები, ასევე მდინარეები იძლევა იმის საშუალებას, რომ ტურიზმის ეს სახეობა ქვეყანაში წარმატებით განვითარდეს. ისეთი ცნობილი ტურისტული ქვეყნები როგორებიცაა ჩილე, აფრიკული ქვეყნები სწორედ ექსტემალური ტურიზმის ნიშის არჩევით შემოვიდნენ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე და დაიმკვიდრეს კიდევაც საკუთარი პოზიცია.

უკვე რამდენიმე წელია გვესმის რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება პირდაპირპროპორციულად მოგვიტანს ძლიერ ეკონომიკას, გაზრდილ საშუალო ფენას და საზოგადებრივ კეთილდღეობას. მთავრობის ოფიციალური საიტების მონაცემებით გვაქვს კიდეც ამის პოტენციალი. საქართველოში არსებობს 12000 ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი 2400 მინერალური სამკურნალო წყარო, 150 მუზეუმი, 102 კურორტი, 19 ნაკრძალი, 7 ეროვნული პარკი და ა.შ.
რამდენიმე თვის წინანდელი ინფორმაციით, რომელსაც ტურიზმის განვითარებისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ავრცელებდა 2010 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორთა რიცხვი 2009 წლის ვიზიტორთა რაოდენობას 38%-ით აღემატებოდა.
  რატომაა ტურიზმი ასეთი სასარგებლო ეკონომიკისთვის? ეკონომისტთა უმრავლესობა აღიარებს რომ ტურიზმი მაშინაა მომგებიანი თუ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებადაა დამოკიდებული და თავს ადგილობრივი წარმოებით ირჩენს.

No comments:

Post a Comment