Followers

Wednesday 13 June 2012

რუკა


View Larger Map

პრეზენტაცია

ტურიზმის ობიექტები

  • არქიტექტურის ძეგლი
  •  ბუნების ძეგლი
  •  ისტორიული ძეგლი
  •  კულტურული სანახაობა
  • ლანდშაფტი
  •  მუზეუმი
  • სპორტული სანახაობა
  •  ფესტივალი
  •  ქალაქი

საქართველო ტურისტული მიმზიდველობით 73--ე ადგილზეა

საქართველოში ტურიზმის განვითარების ისტორიული მოვლენები

საქართველოში ტურიზმის განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ფაქტიურად იგი მასშტაბურ ხასიათს 20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან იღებს. ამ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა კეთილმოწყობილი ტურისტული ბაზები და სასტუმროები თბილისში, სოხუმში, ბათუმში, ქუთაისში, ვარძიაში და სხვა. დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი გაგრაში, ქობულეთში, აბასთუმანში, წყალტუბოში და სხვა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართელოს აღერიცხებოდა 624 სასტუმრო, ტურისტული ბაზა, მოტელი, კემპინგი და სხვა მსგავსი დაწესბულება, რაც ჯამში 1522 ათასს ადგილს შეადგენდა. შედარებით სუსტი იყო სამოქალაქო სასტუმროების ქსელის განვითარება. ეს მონაცემები თავისთავად მეტყველებდნენ საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ მათ მიღმა უნდა დავინახოთ ის, რომ ტურიზმი, რომელიც არსებობდა გასული საუკუნის 80 წლებში, თავისი ფორმით და შინაარსით წარსულს ჩაბარდა. მასთანავე დაგვიტოვა ბევრი არასწორი შეხედულება და სტერეოტიპი.

ამჟამად საქართველოში ტურიზმი თვისობრივად ახალ სისტემაზე გადადის და ამ გარდამავალ ეტაპზე მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება. საქართველოს გააჩნია უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი. საქართველო ამჟამად აღიქმება როგორც ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყანა და ამდენად საინტერესოა მისი აღმოჩენა ყოველი მოგზაურისთვის თუ ტურისტისთვის. ქვეყნის მონახულების სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს 1999 წელს ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენა, როდესაც თბილისის მახლობლად, დმანისში აღმოაჩინეს პალეოლითური ხანის უძველესი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება 1 მილიონ 700 ათასი წლით. ამ აღმოჩენით საქართველო გახდა პირველი ევროპელის სამშობლო.

ქვეყანაში 12 000 ისტორიული ძეგლი, 150 მუზეუმი და მრავალი საგანძურია, რომელიც დღითიდღე, თანდათანობით იზრდება. საქართველო ოდითგანვე ცნობილია თავისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით, ამჟამად კი 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, კურორტების ძირითადი ნაწილი ზღვის პირას და მთიან რეგიონებშია. საქართველოს წრმომადგენლობა გადის ქვეყნის გარეთ, საიდანაც უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება ხდება საქართველოზე. რის შედეგადაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა. მაგალითად.: 1998 წელს საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა მოხდა ისრაელში, ტელ-ავივში. ამავე წელს თბილისსში ჩატარდა ”დიდი აბრეშუმის გზის” ტურიზმის მსოფლიო ფორუმი, 2003 წელს კი თბილისში მოხდა მეოთხე საერთაშორისო ტურისტული ბაზრობის გახსნა.

როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა არსებითად დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკური ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვისებურებებზე.

ტურიზმის სახეობები

  • აგროტურიზმი
  • გასტრონომიული ტურიზმი
  • კულტურული ტურიზმი
  • ეკოტურიზმი
  • ექსტრემალური ტურიზმი
  • გეოტურიზმი
  • კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი
  • გეი-ტურიზმი
  • სამედიცინო ტურიზმი
  • საზღვაოსნო ტურიზმი
  • რელიგიური ტურიზმი კოსმო-ტურიზმი
  • სამხედრო ტურიზმი
  • ველური ბუნების ტურიზმი
  • ბიზნეს-ტურიზმი
  • დასვენების ტურიზმი
  • საკონგრესო ტურიზმი
  • შოპ-ტურიზმი
  • სპორტული ტურიზმი
  • შემეცნებითი ტურიზმი
  • სათავგადასავლო ტურიზმი
  • სასოფლო ტურიზმი

ტურიზმი

ტურიზმი — მოგზაურობა დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“[1] ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა. 2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6.6%-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო.[2] 2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2&-ით იკლო.[3] ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღბული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა. ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების დფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.