Followers

ტურისტული ადგილები საქართველოში

გუდაური – სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 1196 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის 'ლებიოდკის' მეშვეობით ადიოდნენ.



ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც.





 ქალაქის ტიპის დაბა აბსთუმანი მდებარეობს ადიგენის რაიონში,29 კმ–ზე ახალციხის ჩრდილო–დასავლეთით, 75 კმ–ზე ბორჯომის სამხრეთ დასავლეთით,287 კმ–ზე თბილისის დასავლეთით,იგი განლაგებულია მესხეთის (აჭარა– იმერეთის ) ქედის სამხრეთ ფერდობზე,1250–1450 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან,ხეობაში რომელსაც ქმნის მდინარე ოცხე( აბასთუმანკა) და მდინარე მეფრის შენაკადზე.




ყაზბეგი ქალაქის ტიპის დასახლებაა,რომელიც მდებარეობს დიდი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში ,ყაზბეგის მთის ძირში, ზღვის დონიდან 1744მ–ის სიმაღლეზე,მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე,165კმ–ზე თბილისის ჩრდილოეთით.მისი ადგილ–მდებარეობა არაჩვეულებრივად თვალწარმტაცია.აქვეა მუდმივად თოვლით დაფარული მთა ყაზბეგი.



გრიგოლეთი განთავსებულია შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ძველი ლეგენდის მიხედვით, ესვენა ოქროს საწმისი და ცხოვრობდა მშვენიერი მედეა. საპორტო ქალაქ ფოთიდან 10 კმ. დაშორებით. დასავლეთიდან კურორტს ზურმუხტისფერი ზღვა, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი ამშვენებს.



ფშავი – საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ “ფხოვი” გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია. ფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ფშავის არაგვის ხეობაში, მისი ფართობი დაახლოებით 550კვ. კმ-ია.



სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს გომბორის ქედის ფერდობებს და ალაზნის ვაკეს. უჭირავს 1251.7 კმ2 ფართობი.



სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.

No comments:

Post a Comment